????????????????????????????????????

პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

პარლამენტმა 92 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ნოტების გაცვლის გზით იდება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა აღნიშნა, შეთანხმების საფუძველზე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ფინანსური დახმარება გრანტის სახით 2 100 000 ევროს ოდენობით.

 

„აღნიშნული გრანტი მიმართული იქნება პროექტისთვის – „მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში“, პროექტის განმახორციელებელი იქნება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება და იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით წარიმართება“, -განაცხადა მზია გიორგობიანმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …