პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს, რომელიც მთავრობამ 1 ოქტომბერს გადასცა საკანონმდებლო უწყებას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შეიმუშავა გრაფიკი, რომლის მიხედვით ბიუჯეტი კომიტეტებმა უნდა განიხილონ. როგორც ბიუროს სხდომაზე საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, მთავრობამ ბიუჯეტის პროექტი განსაზღვრულ ვადებში გადასცა პარლამენტს. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია 1300 გვერდზეა გაწერილი. ბიუჯეტის პროექტი მომავალი წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 4, 4%- იან ზრდაზე.

„ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ 6, 9 % დეფიციტით ვმუშაობთ და ეს დეფიციტი 4, 4%-მდე ჩამოვა. 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 18 400 000 000 ლარზე მეტი. ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა 20-25 ლარით, გამომდინარე იქიდან, 70 წლამდე არის თუ 70 წლის ზევით პენსიონერის ასაკი. გათვალისწინებულია გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებისთვის ხელფასები ზრდა და სხვადასხვა ტიპის შეღავათები. საკმაოდ კარგი და დაბალანსებული ვერსიაა,“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისივე ინფორმაციით, გრაფიკით წარმოდგენილი განსაზღვრული საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერს გაიმართება.

ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფო-ტური გურიაში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებებისთვის ინფო-ტურებს აგრძელებს. ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების …