პაპაშვილი: მე მაქსიმალურად შევუწყობდი ლარის გამყარებას ხელს

თბილისი (BPI) – არ ვეთანხმები სებ-ს ლარის კურსის ცალმხრივად დევალვაციის ხელშეწყობაში. ჩვენნაირი ეკონომიკებისთვის უმნივნელოვანესია კურსი და არა ინფლაცია. ფლაგმანი ქვეყნებისთვის შეიძლება იყოს”, – ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ის მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს ლარის გამყარებას

ბიზნესმენს მიაჩნია, რომ სებ-მა უნდა შეწყვიტოს ცალმხრივი ინტერვენციები. არ შეისყიდოს დოლარი. ამის საშუალებას სავალუტო რეზერვების ზღვრული მოცულობაც იძლევა.

გარე შოკებზე, მათ შორის რუსულ საფრთხეებზე განაცხადა, რომ საქართველო ისტორიულად არაკეთილგანწყობილი ჩრდილოელის მეზობელია. ეს ფაქტია და უნდა ვეცადოთ მოქნილები ვიყოთ, რომ ნაკლებად გვაზიანებდეს.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …