three fresh salmon pieces with lemons on a chopping board

პალიასტომი 2014 ყულევში თევზის საწარმოს გახსნის

თბილისი (BPI) – კომპანია პალიასტომი 2014 სოფელ ყულევში თევზის გადამამუშავებელი საწარმოს ააშენებს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 8 მლნ ლარია.

თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიურ თევზის გადამამუშავებელ საწარმოში 95 ადგილობრივი დასაქმდება.

საწარმო წელიწადში მინიმუმ 300 ტონა შავი ზღვის აკვატორიაში ბინადარ თევზ – ქაფშიას გადაამუშავებს და თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია ექსპორტზე იგეგმება.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „პალიასტომი-2004“-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში მდებარე 13, 5 ჰა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადასცა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით, …