ოქტომბერში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები  პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 46.7%-ით არის შემცირებული

სებ-ის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა და Covid-19-ის პანდემიამდე სწრაფად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა.

შესაბამისი სტატიტიკური მონაცემები – უცხოელ მოგზაურთა დანახარჯები – საგადასახადო ბალანსის კომპონენტია და ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს საგადასახდელო ბალანსში კვარტალურად ქვეყნდება.

აღნიშნული საკითხის მნიშვნელოვნებისა და არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოელ მოგზაურთა დანახარჯების წინასწარი სტატისტიკის ყოველთვიურად გამოქვეყნებას იწყებს.

2021 წლის ოქტომბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 142.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 127.1 მლნ აშშ დოლარით (9.4-ჯერ) არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით – 124.6 მლნ აშშ დოლარით (-46.7 პროცენტი) ნაკლებია. მიმდინარე წლის ოქტომბერში შემოსავლების 15.5 პროცენტი (22.0 მლნ აშშ დოლარი) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. მნიშვნელოვანია ასევე რუსეთის (18.3 მლნ აშშ დოლარი), ისრაელის (15.5 მლნ აშშ დოლარი), თურქეთის (14.8 მლნ აშშ დოლარი), უკრაინისა (14.5 მლნ აშშ დოლარი) და საუდის არაბეთის (9.5 მლნ აშშ დოლარი) წილი.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

 

შემთხვევითი სიახლე

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების …