ოქტომბერში დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  890,9 ათასი ტონა, რაც 19,3  ათასი ტონით ანუ 2,1%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (910,2 ათასი ტონა).

ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  456,3  ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4,5 ათასი ტონით ანუ 1,0%-ით),  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 434,6  ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 23,8 ათასი ტონით ანუ 5,2%-ით).

მიმდინარე წლის სტატისტიკა დიზელის საწვავთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გამოსწორდა ბოლო 2 თვის განმავლობაში, როდესაც განხორციელდა იმპორტის  მაღალი მოცულობები. კერძოდ, ოქტომბერში განხორციელდა 58,6 ათასი ტონა დიზელის საწვავის იმპორტი, რაც სექტემბრის თვის მაჩვენებლთან შედარებით თითქმის 10 ათასი ტონით მეტია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ მომავალ თვეებში გამოჩნდება ზუსტად, თუ რითია განპირობებული იმპორტის ზრდა. კერძოდ, მოხდა აღურიცხავი პროდუქციის შემცირება თუ ხდება აღნიშნული პროდუქციის გარკვეული მარაგების შექმნა.

რეალურად ყველა ის ფაქტორი, რომელიც დიზელის საწვავის მოხმარებას განსაზღვრავს (ავტოპარკი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასოფლო-სამეურნეო სამუსაოები, გადაზიდვები), მაღალ მაჩვენებელზეა და შესაბამისად, მიმდინარე წელს უნდა დაფიქსირდეს დიზელის საწვავის იმპორტისა და მომხმარების მაღალი მაჩვენებელი.

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T, Kirin 980-ით სრულიად ახალ სამყაროს გთავაზობთ

თბილისი (BPI) – სმარტფონი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ …