ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაციის ბოლო დროინდელი ესკალაცია აჩვენებს, რამდენად სახიფათოა ეს ომი.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, მაგრამ ქვეყანას Taurus-ის ფრთოსან რაკეტებს არ გაუგზავნის და ნატო-სა და რუსეთს შორის დაპირისპირება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ATACMS-ის და Storm Shadow-ის რაკეტები გამოიყენა და პირობა დადო, რომ რუსეთი ამას გადამწყვეტად და სარკისებურად უპასუხებს.

შემთხვევითი სიახლე

ღია ბანკინგის ეკოსისტემაში კიდევ ერთი არასაბანკო ინსტიტუტი ერთვება

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „მანი მუვერსი“ კიდევ ერთი არასაბანკო ინსტიტუტია …