“ნინოწმინდის თაფლს“, “ბოლნისს“, “სალხინოს ოჯალეშს“ და კიდევ 3 გეოგრაფიული აღნიშვნას ევროკავშირის ტერიტორიაზე შესაძლოა მომავალში დაცვა მიენიჭოს

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ევროკავშირი-საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების ქვე-კომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა. ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ შეხვედრას, საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საქპატენტისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები.

საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან განიხილა საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსთან და დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ექვსი ახალი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის, კერძოდ, ღვინის ხუთი ქართული დასახელების – „სალხინოს ოჯალეშის“, „წარაფის“, „ახმეტას“ (ახმეტის მწვანე), „ახოების“, „ბოლნისის“ და ასევე, „ნინოწმინდის თაფლის“ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესაძლო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებით, ამჟამად ევროკავშირში მიმდინარე შიდა პროცედურების სტატუსი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, წარმოადგინეს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსთან, მათ დაცვასა და აღსრულებასთან, ასევე ახალ გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით ევროკავშირსა და საქართველოში შიდა პროცედურების შესახებ ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე განიხილეს, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის შესახებ საკანონმდებლო და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ სიახლეები.

საუბარი შეეხეო ესტონურ ბაზარზე ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის – „სულგუნი“ ევროკავშირის მხრიდან უფლებების ეფექტურად აღსრულების საკითხს, ასევე გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს. ქვე-კომიტეტის წევრებს გააცნეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული – TWINNING პროექტის შედეგების შესახებ, რომლის ფარგლებში შეძენილი გამოცდილება და მიღებული ცოდნა არსებითად დაეხმარება საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებას. გარდა ამისა, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) გეოგრაფიული აღნიშვნების ექსპერტიზის ინსტრუმენტის „GI View“-ს ბაზაში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების წარმატებით ინტეგრაციის შესახებ.

ევროკავშირი-საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების ქვე-კომიტეტი შექმნილია ასოცირების შეთანხმების 179-ე მუხლის შესაბამისად. იგი მონიტორინგს უწევს შეთანხმების განხორციელებას გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში და ასრულებს გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და დიალოგის ფორუმის ფუნქციას.

შემთხვევითი სიახლე

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში – ლაშა ხუციშვილი

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში, – განაცხადა …