ნიკოლოზ გაგუა: საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შეფასებაა

თბილისი (BPI) – საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასებაა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Ratings“-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

მისი განცხადებით, რეიტინგი პოზიტიური სიგნალია საქართველოს ეკონომიკით დაინტერესებული ინვესტორებისთვის და აჩვენებს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას.

„ბოლო წლებში , რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, რეიტინგების შემცირების ტენდენციაა და ამ პერიოდში ,მხოლოდ საქართველოა ის ქვეყანა, რომელმაც მაღალი რეიტინგის მიღწევა შეძლო. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვითარდება და აქვს წინსვლა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც აღნიშნულია რეიტინგში – იქნება ეს მედეგობა საერთაშორისო რისკების მიმართ, თუ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს საინვესტიციო რეიტინგი, სადამდეც ჩვენ ორი ნაბიჯი გვაშორებს. საინვესტიციო რეიტინგის მიღწევის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივი მაჩვენებელი და სწორედ ესაა ჩვენი მოლოდინი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

შემთხვევითი სიახლე

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაზარდა

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით, 9%-მდე გაზარდა. ნოემბერში …