ნათია თურნავა აშშ-სთან ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებებს ამერიკულ ავიაკომპანიებთან გეგმავს

თბილისი (BPI) – ნათია თურნავა სექტემბრის დასაწყისში აშშ-ს ეწვევა. მიზანი ამერიკულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოებაა.

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ავიაკომპანიები დაინტერესდებიან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებით და ელის, რომ მოლაპარაკებები ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც Ryanair-თან.

მინისტრი აცხადებს, რომ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმზიდველია.

„ეს არის არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, იმიტომ, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და პირდაპირი ფრენების დაწყება იქნება პოზიტიური პოლიტიკური რეჟიმი, მაგრამ ეს კომერციულადაც მიმზიდველია კომპანიებისთვის, ვინც ამას მოკიდებს ხელს. ეს უკვე პირველი ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება შემდგომ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …