მცირე ბიზნესი სომხეთსა და საქართველოში ტრანსსასაზღვრო ფაქტორინგის ტრანზაქციებს ახორციელებს – EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ხელს უწყობს საერთაშორისო ფაქტორინგის განვითარებას თიბისი ბანკსა და Armswissbank-ს შორის ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების მხარდაჭერით, მათ კლიენტებს შორის მიმდინარე ვაჭრობის მხარდასაჭერად. ორივე ბანკი FCI-ის, ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალური წარმომადგენლობითი ორგანოს, წევრია.

ეს ტრანზაქციები ხელს უწყობს საკვები პროდუქტების ექსპორტს საქართველოდან სომხეთში საკონდიტრო ნაწარმის ადგილობრივი წარმოებისთვის. საერთაშორისო ფაქტორინგული შეთანხმება ორ ბანკს შორის შესაძლებელი გახდა FCI-ის ტრანსსასაზღვრო ფაქტორინგის პლატფორმის მეშვეობით და პირველად EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით.

ფაქტორინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მცირე ბიზნესისთვის, რადგან უზრუნველყოფის ნაკლებობა შესაძლოა სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდეს ზრდისთვის. ეს სერვისი ამარტივებს მცირე ბიზნესისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ხელს უწყობს კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

დღემდე, EBRD ფაქტორინგს ხელს უწყობდა პოლიტიკის დიალოგის მეშვეობით, რომელსაც ახორციელებს სამართლებრივი გადასვლის პროგრამა, ასევე, ინვესტიციების გამოყოფით ფაქტორინგ კომპანიებისათვის და ფაქტორინგის სფეროში შესაძლებლობების განვითარებით ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (TFP) ფარგლებში. ამ მიმართულებით EBRD თანამშრომლობს FCI-თან, ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალურ წარმომადგენლობით ორგანოსთან, რომელსაც 400-მდე წევრი ყავს, ბანკებთან და ფაქტორინგ კომპანიებთან, 90-ზე მეტ ქვეყანაში.

“ფაქტორინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ფინანსური სექტორებისთვის იმ ქვეყნების ეკონომიკური სისტემებისათვის, სადაც EBRD ინვესტირებას ახდენს და განვითარების კარგი პოტენციალი აქვს. ჩვენ წარმატებით ვახდენთ ფაქტორინგის პოპულარიზაციას EBRD-ის რეგიონში ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის შესაძლებლობების განვითარების აქტივობების მეშვეობით და ჩვენ დავეხმარეთ ბევრ ადგილობრივ ბანკს ფაქტორინგის, როგორც მცირე ბიზნესის პროდუქტის განვითარებაში. მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ FCI-ის წევრებს Armswissbank-სა და თიბისი ბანკს ჩვენი გარანტიებით მათი ტრანსსასაზღვრო ფაქტორინგული ბიზნესისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ფაქტორინგის ტრანზაქციებს, რომლებიც დოკუმენტირებულია FCI-ის ტრანსსასაზღვრო ფაქტორინგის პლატფორმის მეშვეობით”,- განაცხადა EBRD-ის დირექტორმა, სპეციალიზებული ფინანსური სერვისებისა და ვაჭრობის დაფინანსებისათვის, ალექსანდრე საველიევმა.

“Armswissbank, სომხეთში FCI-ის ერთადერთი წევრი, ლიდერია ადგილობრივ ფაქტორინგის ბაზარზე. საერთაშორისო ფაქტორინგის განვითარება FCI-თან თანამშრომლობით ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენი ბანკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. თიბისი ბანკთან და EBRD-თან ნაყოფიერი თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ გავხდით პირველი ბანკი სომხეთში, რომელმაც შემოიტანა ახალი ფაქტორინგის გადაწყვეტა, რაც საშუალებას აძლევს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ მცირე ბიზნესს, გამოიყენოს იგივე გადაწყვეტა ტრანსსასაზღვრო ბიზნესისთვის. მადლობას ვუხდით ჩვენს ქართველ პარტნიორ თიბისი ბანკს თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ინოვაციური მიდგომა წაახალისებს სომხეთში საერთაშორისო ფაქტორინგის განვითარებას”, – თქვა Armswissbank-ის კორპორაციული სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანჟელა ბარსეგიანმა.

“ჩვენთვის პატივია, ვიხილოთ FCI-ის ორი წევრის, Armswissbank-ის (წევრი 2008 წლიდან) და თიბისი ბანკის (წევრი 2016 წლიდან) თანამშრომლობა EBRD-ის მხარდაჭერით, უნიკალური ტრანსსასაზღვრო ფაქტორინგის სტრუქტურის შემუშავების მიზნით. EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამისა და FCI-ის ორფაქტორიანი edifactoring.com პლატფორმის ფარგლებში, რისკის შერბილების გარანტიის გაერთიანებით, თიბისი ბანკს აქვს გაძლიერებული დაცვა როგორც სომხეთში კლიენტის მომხმარებლის მხრიდან, გააგრძელონ ვაჭრობა ღია ანგარიშის პირობებით კლიენტებთან საზღვარგარეთ. ამ ინოვაციური სტრუქტურის გამეორება მარტივად შეუძლიათ სხვა FCI წევრებს EBRD-ის რეგიონში. ჩვენ ვულოცავთ ყველა მხარეს ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას!“, – განმარტა  FCI-ს გენერალურმა მდივანმა პიტერ მალროიმ.

Armswissbank და თიბისი ბანკი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (TFP) მონაწილეები არიან. TFP ამოქმედდა 1999 წელს, რათა ხელი შეეწყო საგარეო ვაჭრობისათვის იმ ეკონომიკურ სისტემებში და მათ შორის, რომლებშიც EBRD ინვესტირებას ახდენს. პროგრამის მეშვეობით EBRD უზრუნველყოფს გარანტიებს საერთაშორისო დამადასტურებელი ბანკებისათვის და მოკლევადიან სესხებს შერჩეული ბანკებისათვის და ფაქტორინგ კომპანიებისათვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორებისთვის ქვესესხების გასაცემად. TFP ამჟამად მოიცავს 100-ზე მეტ პარტნიორ ბანკს 30 ეკონომიკაში, სადაც EBRD ინვესტირებას ახდენს და 800-ზე მეტ დამადასტურებელ ბანკს მსოფლიოში.

შემთხვევითი სიახლე

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ …