მშპ-ს ზრდა მომავალ წელს დაგეგმილია 6%-ის ფარგლებში

“2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში  გათვალისწინებულია პარლამენტში გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების ნაწილი, პირველად ვერსიასთან შედარებით ცვლილებებია ხარჯვით ნაწილშიც, მთელ რიგ მხარჯავ სუბიექტებს ეზრდებათ დაფინანსება”-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ხარჯების ნაწილი გაზრდილია 395 მილიონ 800 ათასი ლარით და ასიგნებები  18 მილიარდ 840 მილიონს აღწევს. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით დაზუსტდა 2021 წლის მოსალოდნელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  და აქედან გამომდინარე შეიცვალა  2022 წლის ზოგიერთი როგორც მაკროეკონომიკური ისე ფისკალური პარამეტრები, კერძოდ: „2021  წლის მოსალოდნელი  რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი შეადგენს 10%-ს  (წინა ვარიანტით იყო 9.5%) ამან მოგვცა საშუალება, რომ მომდევნო წელსაც დამატებითი რესურსი მიგვეღო ბიუჯეტის ზრდისთვის. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალ წელს დაგეგმილია 6%-ის ფარგლებში, შენარჩუნებულია ეს მონაცემი და ნომინალში აღწევს 65 მილიარდ ლარს. ბიუჯეტის დეფიციტი ასევე შენარჩუნებულია 4,4%-ის დონეზე, ხოლო მთავრობის ვალი აწევს 52,2%-ს”. ხარჯები ეზრდება მთელ რიგ სამინისტროებს და უწყებებს, გარდა ამისა გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია 175 მილიონი ლარი, საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი ზრდისთვის”-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, დღევანდელი კომიტეტის სხდომით  2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა არ დასრულებულა. „დღეს წარმოდგენილ გადამუშავებული  ბიუჯეტის პროექტს კომიტეტი მხარს დაუჭერს და რეკომენდაციას გაუწევს სესიაზე განსახილველად”-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.37 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.36 პროცენტია

2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 …