მსხვილი სავაჭრო ქსელები საქართველოს ბაზარზე – სპარი ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს

თბილისი (BPI) – „დამოუკიდებელი დილერების სიცოცხლისუნარიანობა დაღმავალ ტრენდს აჩვენებს“-ამის შესახებ „სპარის“ მმართველმა დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამის გათვალისწინებით, „სპარი“ უბნის მაღაზიის ტიპის ბიზნესებს თავის პირობებს სთავაზობს, რაც ფრანჩიზაში გამოიხატება. „ვყიდით ერთგვარად ბრენდს, მათ შეუძლიათ „სპარის“ ბრენდით ისარგებლონ“, – აცხადებს მანჯგალაძე.

მისივე განცხადებით, 2020 წლიდან იგეგმება „სპარის“ ლოჯისტიკური ცენტრის ნაწილობრივ ამუშავებაც. „ლოჯისტიკური ცენტრი არის ის, რომ ჩვენ მომხმარებელთან ვუზრუნველყოთ ის, რომ პროდუქტი მუდმივად გვქონდეს, რაც შეეხება მომწოდებელთან და მწარმოებელთან ურთიერთობას, მწარმოებლიდან საცალო გაყიდვამდე რაც უფრო შემცირდება ის გზა, რაც მომხმარებლამდე მიიტანს პროდუქტს, შეამცირებს იმ ხარჯებს რაც შემდეგ მომხმარებლის გასახდელია,“ – აცხადებს მანჯგალაძე.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ლოჯისტიკური ცენტრების განვითარება და ამაში მონაწილეობა, რომ  ფასიდან სადისტრიბუციო დანახარჯების ამოგდება მოხდება, მანჯგალაძე განმარატვს, რომ სადისტიბუციო დანახარჯების ამოგდება სრულად ვერ მოხდება. „ფაქტია, რომ რგოლის ამოგდებით, მწარმოებლის მომხმარებლამდე ხარჯის ფაქტორი უნდა შემცირდეს“-აცადებს მანჯგალაძე.

მისივე განმარტებით, „სპარი“ ვითარდება არამარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით და აქვს განვითარების გეგმა. „სპარს“ დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე მცირე ფორმატის (80 კვადრატული მეტრი) მაღაზიაში 3 200 სახეობის პროდუქტი აქვს წარმოდგენილი. ყველაზე დიდი ფორმატის მაღაზია კი დღეს ქუთაისშია.

„შესულები ვართ სვანეთში, ათვისებული გვაქვს კახეთის რეგიონი. განვითარების გეგმა კომპანიას საქართევლოს ყველა რეგიონში აქვს. არსებობს აგრესიული განვითარების გეგმა,არამხოლოდ მაღაზიების განვითარებით, არამედ პარტნიორობის და ფრანჩაიზინგის გზით. მილიონი ლარის ბრუინვა ერთ დღეში გვიგენერირდება ჩვენს ქსელში არსებული დაახლოებით 240 მაღაზიიდან, აქედან 26 პარტნორია და აქვს 100 მაღაზია“-აცხადებს მანჯგალაძე.

მისივე განცხადებით, კომპანია „სპარი“ ჰოლანდიაში 1932 წელს დაარსდა. საქართველოში კი ის 1995 წლიდან ოპერირებს.

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ლარის კურსი და მონეტარული პოლიტიკა

თბილისი (BPI) – ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მის პერსპექტივაზე ისაუბრეს ეკონომისტმა და  საბანკო …