მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან – თორნიკე რიჟვაძე 

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობა აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას განსაკუთრებით არსებული პანდემიის პირობებში.

,,ჩვენთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის შესაბამის სამინისტროებთან, მთავრობასთან, ისარგებლებენ დამატებით 1 წლიანი საშეღავათო პერიოდით. ასევე, მოხდება მოიჯარეების დამატებით ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია პანდემიური ეფექტით, რომელიც როგორც ქვეყანაში, ისე გლობალურად რჩება აქტუალური“- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი. უკვე ექსპორტირებულია 9 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 3- ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

რეგიონში ბოლო პერიოდში გაიზარდა კორონავირუსის აცრის მსურველთა რაოდენობა. დღეის მდგომარეობით, აჭარაში ადმინისტრირებულია 240 ათასამდე დოზა, სრულად აცრილია მოსახლების 30% ზე მეტი, ხოლო სამიზნე კონტინგენტის 67%.

შემთხვევითი სიახლე

დეკემბერში M2 ფულადი აგრეგატის ზრდა კვლავ ზომიერია – თიბისი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, დეკემბრის ვაჭრობის მონაცემები შედარებით ზომიერი იყო, თუმცა …