მინისტრი: საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პროექტისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია დააკლდა

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი მეორე კვარტალში ინვესტიციების მაჩვენებლის შემცირებას ანაკლიის პორტის პროექტისთვის გათვალისწინებული ინვესტიციების მიუღებლობით ხსნის.

„მოლოდინი გვქონდა და კარგი იქნებოდა, რომ წლევანდელ წელს ჩვენ მიგვეღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიცია, როგორც ეს იყო გათვალისწინებული. 2017 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ველოდებით ამ ინვესტიციას, მაგრამ, სამწუხაროდ, კონსორციუმის მოთხოვნით არაერთხელ მოგვიწია გადავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 53.7 პროცენტით ნაკლებია, 2018 წლის მეორე კვარტალის მონაცემთან შედარებით.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიციებს საქართველო, საბოლოო ჯამში, მაინც მიიღებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველო აზერბაიჯანთან სატრანსპორტო- ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის შესაძლებლობებს განიხილავს

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე 17-18 სექტემბერს, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან …