მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების კვლევის შედეგები ცნობილია

ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა“ (OECD/INFE) 2021 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის “ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა“ (OECD/INFE) მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების 2021 წლის საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევაში, რომელიც OECD/INFE-ს მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარდა, 14 ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ფინანსური განათლების ქულამ 17 ქულიანი შკალით 10.3 ქულა (60%) შეადგინა, რაც გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

საქართველოში კვლევა საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, “ევროპული ფონდის სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამის (EFSE DF) ფინანსური მხარდაჭერით, კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ACT-ის მიერ განხორციელდა. კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, გამოიკითხა ათასი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი. გამოიკითხნენ პირები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი კომპანიის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კვლევის მიზნებისთვის შეირჩა ორგანიზაციები  1,5 მილიონ ლარამდე წლიური ბრუნვითა და 50-მდე თანამშრომლით.

კვლევის შედეგად მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების დონე სამი კომპონენტის – ცოდნის, ქცევისა და დამოკიდებულებების – მიხედვით შეფასდა. კვლევისას შეისწავლეს, ასევე, ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიზნესების მიერ საბანკო ანგარიშების ფლობა, ტრანზაქციების გაციფრულების დონე და კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა.

კვლევის ძირითადი მიგნებები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.

საერთაშორისო კვლევის შედეგების გასაცნობად იხილეთ OECD/INFE-ის ანგარიშში.

საქართველოს მონაცემები ვრცლად ხელმისაწვდომია ACT-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში – ლაშა ხუციშვილი

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში, – განაცხადა …