მთავრობა 1 მლნ-მდე ადამიანს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს დაუსუბსიდირებს

ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეადგენს.

„მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

აკრედიტაციის ცენტრი ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, რომელიც 2005 წლიდან ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის …