მთავარი ეკონომიკური მოვლენები 7 ივნისის დილისათვის

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

სანქციები და ენერგოუსაფრთხოება

BI: რუსეთი ნავთობის რეალიზაციიდან  ნაკლებ მოგებას იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო მეტ ნედლ ნავთობს აგზავნის აზიის მიმართულებით, სადაც, უკრაინაში მიმდინაე ომის გამო ნედლეული სოლიდური ფასდაკლებით იყიდება.

The Economist: „ჩვენ მკაფიოდ ვადგავართ გზას, რომ გავხდეთ დამოუკიდებლები რუსული გაზის იმპორტისგან, მაგრამ ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება, რადგან დამოკიდებულება ძალიან მაღალი იყო“ – გერმანიის ევროპისა და კლიმატის მინისტრი.

BI: კანადის  ნედლი ნავთობის ფასები, ფიუჩერსულ გარიგებებთან შედარებით დაეცა გადამუშავების მაღალი დანახარჯების და არა მილსადენის შეფერხების გამო.

 CNN: ამერიკელი მძღოლები ბენზინში რეკორდულ ფასებს იხდიან რამდენიმე მიზეზის გამო:

• რუსეთის შეჭრა უკრაინაში

• ჩინეთში ლოქდაუნის მოხსნა

• ნაკლები ნავთობი და გაზი სხვა წყაროებიდან

• გაზზე დიდი მოთხოვნა

ატლანტიკური საბჭო: მას შემდეგ, რაც რუსეთის ომი უკრაინაში ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე, სურსათის დეფიციტი საფრთხეს უქმნის ბაზრებს და პოლიტიკური არეულობის საშიშროებას ქმნის.

სასურსათო უსაფრთხოება

BI: ხორბლის ფასი მსოფლიოში იმატებს 5%-ზე მეტით, რადგან აშშ-ში ცუდი მოსავალია და ინდოეთში მარცვლეულის სასუქის მიწოდების შეფერხება საფრთხეს უქმნის გლობალურ მიწოდებას.

Bloomberg: ავსტრალია, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, ვარაუდობს, რომ ამ სეზონზე განსაკუთრებულად დიდი მოსავალი ექნება

მსოფლიო ეკონომიკა

BI: ბაზრის მოლოდინი განაკვეთების მატებასთან დაკავშირებით ზედმეტად მკვეთრია და ცენტრალური ბანკები საბოლოოდ იცხოვრებენ გარკვეული ინფლაციის პირობებში, რათა შეინარჩუნონ ზრდა.

UN DESA: მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომმა შეცვალა პოსტპანდემიური გლობალური აღდგენის პროცესი, მან ასევე იმოქმედა იმაზე, თუ როგორ უდგებიან ქვეყნებს კლიმატის ცვლილებას და დღის წესრიგის პირველ ადგილზე გადაინაცვლებს ეს საკითხი.

გეორგიევა ტვიტერზე: „მე ვამაყობ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი არა მხოლოდ ეხმარება ქვეყნებს კლიმატის ცვლილების საკითხების მოგვარებაში, არამედ მოწოდებულია წინ წაწიოს გარემოსდაცვითი მდგრადობის მიზნები, როგორც შიდა პრიორიტეტული ინსტიტუტი“.

FT: საფონდო ბირჟები ორშაბათს მთელს მსოფლიოში გაიზარდა, რადგან ჩინეთიდან მიღებული პოზიტიური განახლებების სერიამ, მათ შორის Covid-19-ის ზოგიერთი შეზღუდვის შერბილებამ, გაზარდა ინვესტორების ნდობა.

CNN Business Nightcup: კრიპტო–თაღლითებმა 2021 წლის დასაწყისიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარეს 46 000 ადამიანისგან, განაცხადა ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ.

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …