მერია დიზაინერულ კომპანიებს მეტროსადგურების განახლების პროცესში ჩაერთვისკენ მოუწოდებს

თბილისი (BPI) – დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიზაინერულ კომპანიებს მოუწოდებს, მეტროსადგურების განახლების პროცესში ჩაერთონ.

მისივე თქმით, დიზაინის შემუშავების შემდეგ, მეტროსადგურების განახლების პროექტის განხორციელება დაიწყება.

„გარკვეული კვლევები, რაც საჭირო იყო დიზაინის შექმნამდე, უკვე ჩატარებულია. მაგალითად, ამდენი ხნის განმავლობაში მეტროსადგურ „ვარკეთილის“ განახლება ვერ მოვახერხეთ. ეს ჩვენი სირცხვილია, თუმცა აქ იყო გარკვეული პრობლემები იმიტომ, რომ საქართველოში არ მოიძებნა კომპანია, რომელიც შეძლებდა, სრულყოფილი კვლევა ჩაეტარებინა და შემდეგ დაედო დოკუმენტაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემის  მოგვარება, რაც იქ ორი წლის წინ მოხდა. დღეს, უკვე გვაქვს სრულყოფილი დოკუმენტაცია. შემდეგი ეტაპი ვიზუალიზაცია და დიზაინია. მინდა, შესაბამის სტრუქტურებს გთხოვოთ, ყველა კომპანიას მივაწოდოთ არსებული დოკუმენტაცია, რათა ჩვენი მეტროსადგურები ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. დიზაინის შემუშავების სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. ამისთვის საკმარისი თანხებიც გაგვაჩნია. შემდეგ კი, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყებთ მუშაობას პროექტის განხორციელების მიმართულებით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

შემთხვევითი სიახლე

მერსედეს ვერა-მარტინი: საქართველოს ეკონომიკის ზრდა მყარია

თბილისი (BPI) – საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია, – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი …