მეორე კვარტალში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2 961 ლარი იყო

თბილისი (BPI) – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2019 წლის მეორე კვარტალში 2 961 ლარია (1 081 დოლარი), ეს მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში –  2 725 ლარი (1 114 დოლარი) იყო, – მონაცემები „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

საქართველოს ეკონომიკა ამავე პერიოდში წელს 4,5%-ით გაიზარდა.

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, დეფლატორის ზრდის მაჩვენებელი 3,8%-ით განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მიმდინარე ფასებში 11,026 მლრდ ლარია (4,025 მლრდ დოლარი).

შემთხვევითი სიახლე

მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის Rakuten Viber-თან ერთად: მესენჯერის ფუნქციები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოადგება

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის საერთაშორისო ლიდერი, ახალი სასკოლო სეზონის სამზადისში …