მედია საშუალებებმა მთავრობის ყალბი ელფოსტიდან გარემოს დაცვის რეფორმაზე ფეიკ ინფორმაცია მიიღეს

თბილისი (BPI) – მედია საშუალებებმა მთავრობის ყალბი ელფოსტიდან გარემოს დაცვის რეფორმაზე ფეიკ ინფორმაცია მიიღეს

მთავრობის ადმინისტრაცია ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

გუშინ, 19 აგვისტოს მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ყალბი დოკუმენტი გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ.

როგორც ჩანს, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციას და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო კიდეც ზოგიერთი გამოცემა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური მუდმივ კოორდინაციაშია მედიასაშუალებებთან და კოლეგებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ან/და გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია pressoffice@gov.ge. ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, იხელმძღვანელონ მხოლოდ აღნიშნული მისამართიდან მიღებული ინფორმაციით, ნუ დაეყრდნობიან ყალბ დოკუმენტებს და ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. 

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T, Kirin 980-ით სრულიად ახალ სამყაროს გთავაზობთ

თბილისი (BPI) – სმარტფონი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ …