“მეგრული ჩაი” თიბისი მხარდაჭერით წარმოებას აფართოებს

თბილისი (BPI) – კომპანია „მეგრული ჩაის“ დამფუძნებელმა ნანა ბიგვავამ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა და მარტვილის რაიონში 35 ჰა ფართობზე გაშენებული ჩაის პლანტაციები აღადგინა. „მეგრული ჩაი“ უკვე მეორე წელია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ჩაის უშვებს.

ნანა ბიგვავა, ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით, მოთხოვნა ხარისხიან ქართულ ჩაიზე მაინც მაღალია, ამიტომ ფერმერი წარმოების გაზრდასაც გეგმავს.

საკუთარი პლანტაციების გარდა კომპანიას გადასამუშავებელი ქარხანაც აქვს, სადაც მხოლოდ პრემიურ ხარისხის ჩაის ყლორტს ამუშავებენ. წელს „მეგრულმა ჩაიმ“ თიბისის მხარდაჭერით ნედლი ჩაის რაოდენობა გაზარდა და ის ადგილობრივებისგანაც შეიძინა. ჩაის პლანტაციებში 50-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 50 -დან 60 ტონამდე ჩაი იკრიფება.

„მეგრული ჩაის“ წელს პირველად გავიდა ექსპორტზე. ცოტა ხნის ბელორუსში 13 ტონა ჩაი გაიტანეს. კომპანია ამ მიმართულებით გაფართოებასაც აპირებს და უახლოეს მომავალში საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი გაიზრდება.

 

შემთხვევითი სიახლე

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

თბილისი (BPI) – დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ,,პინ …