მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. ავტომობილის მფლობელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელ ნივთებს არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე, ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 21 მილიონ 680  ათასი რუსული რუბლი იქნა აღმოჩენილი.

აღნიშნულმა თანხამ  ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად  915 633  ლარი  შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის  ჩამორთმევა.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-მა პილოტების მოსამზადებელი ახალი ცენტრი რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში გახსნა

Wizz Air-მა, ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ მსოფლიოში, ოფიციალურად გახსნა  პილოტების მოსამზადებელი უახლესი ცენტრი რომის ფიუმიჩინოს …