„მდგრადი საზღვაო ეკონომიკის ინტეგრირება ქართულ ეროვნულ ეკონომიკაში“ ბათუმში ღონისძიება გაიმართა

ბათუმში ღონისძიება „მდგრადი საზღვაო ეკონომიკის ინტეგრირება ქართულ ეროვნულ ეკონომიკაში“ გაიმართა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ესწრებოდა. ონლაინ ღონისძიებაზე ქრისტინე ძიძიგურმა რეგიონის ტურისტული პოტენციალის  შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა და მონაწილეებს აჭარის ტურისტული პროდუქტები გააცნო.

ღონისძიებაზე, რომელიც შავი ზღვის დახმარების მექანიზმის ეროვნული ჰაბის „ტურიზმის ინსტიტუტი“-ს ორგანიზებით ჩატარდა შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მექანიზმებსა და გზებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ღონისძიება საზღვაო ტურიზმის, მეთევზეობა-აკვაკულტურის და საზღვაო ტრანსპორტირების მიმართულებით რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე არსებული შესაძლებლობების შესახებ შესაბამისი სექტორების ინფორმირებას დაეთმო.    ღონისძიების მიზანი ეროვნული ეკონომიკის მდგრადი განვითარების კუთხით საზღვაო ეკონომიკის პოტენციალის წარმოჩენა იყო.  ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსიები შავი ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის,  საზღვაო ბიომრავალფეროვნების, ასევე  მცირე და საშუალო ბიზნესების და სტარტაპების მხარდაჭერის შესახებ.

შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგი, რომლის ფარგლებშიც  ღონისძიება გაიმართა  ევრო-კომისიის (European Commission) მიერ შეიქმნა, რათა წახალისდეს აღნიშნულ  ზღვაზე არსებული ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის და საქართველოს თანამშრომლობა საზღვაო ეკონომიკის დარგში. დეკლარაციას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, ქალაქ ბურგასში, ბულგარეთი.

საერთო საზღვაო დღის წესრიგს აქვს 3 ძირითადი მიზანი მდგრადი და ძლიერი საზღვაო ეკონომიკის განვითარებისთვის: ჯანსაღი საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემა; კონკურენტუნარიანი, ინოვაციური და მდგრადი საზღვაო ეკონომიკა და ინვესტიციების მოზიდვა.

 

შემთხვევითი სიახლე

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

17 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9654 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, …