მაჭავარიანი: არ მესმის რატომ იწყებს ხაზარაძე პოლიტიკას მსუყე ტყუილით

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი მამუკა ხაზარაძის განცხადებას ვალების განულების პროგრამაში ჩართვაზე კომპანიების რეკეტი მაჭავარიანის კაბინეტში ხდებოდა, სიცრუეს უწოდებს.

ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ პროცესი გამჭირვალედ მიმდინარეობდა ამის გადამოწმება კომპანიებთან ადვილად შეიძლება.

გაიხსნეა, რომ პროგრამაში ვისაც არ სურდა ჩართვა არც ჩართულა, მათ შორის პროკრედიტ ბანკი და 14-15 მისო. ამბობს, რომ ვინც ვალების ჩამოწერის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა სარფიანად იხეირა, ვალები უიმედო იყო და მათი ამოღება ვერ ხდებოდა.

მინისტრის თქმით, გაუგებარია რაში დასჭირდა მამუკა ხაზარაძეს ასეთი ტყუილი.

„არ მესმის, რატომ იწყებს პოლიტიკას ასეთი მსუყე ტყუილით. ის, რაც ხდებოდა ჩემს კაბინეტში ადრე და მოხდება მომავალში, იქნება ერთი მხრივ პრობიზნეს გადაწყვეტილებები და იმავდროულად დაბალანსებული სახელმწიფო ინტერესი. ეს შუალედი გვიჭირავს და ისე ვიზამთ, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი, კომფორტულად გრძნობდეს თავს, თუმცა დაშვებით, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …