მაღალრეიტინგული კორეული ტელეკომპანია „EBS“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემების ციკლს ამზადებს

კორეის რესპუბლიკაში პოპულარული სატელევიზიო არხი „EBS“ საქართველოს შესახებ 4 ეპიზოდს იღებს.  „EBS“-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება.  მედიის წარმომადგენლები  თბილისს, ბოდბეს, სიღნაღს, წინანდალს, ალავერდს, თელავს, სტეფანწმინდას, ცდოს, ჯუთას, გორს, უფლისციხეს, ბორჯომს, წყალტუბოს, ქუთაისს, გელათს, ოკაცეს კანიონს, ვანის მუზეუმს, მარტვილს, გორდასა, მესტიას, უშგულს, ზუგდიდსა და ბათუმს ეწვივნენ.  3 კვირის განმავლობაში  „EBS“-ის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ ადგილებს იღებენ. ჯგუფის წევრები ეცნობიან ქართულ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს.  გადაცემის პირველი ეპიზოდი თბილისს, ქართულ ფოლკლორს, კულინარიას, მეორე ეპიზოდი კავკასიონის მთებს, ყაზბეგს, გერგეტის სამებას, სვანეთს, უძველეს კოშკებს, ტბებს, ხაჭაპურს, მესამე ეპიზოდი სიღნაღს, ქუთაისს, ფესტივალებს, ქართულ ყველს, ჩურჩხელასა და ღვინოს, ხოლო მეოთხე ეპიზოდი მარტვილისა და ოკაცეს კანიონებს, ნოქალაქევს, ბორჯომსა და დაცულ ტერიტორიებს მოიცავს. მეოთხე ეპიზოდში წარმოდგენილი იქნება აჭარა. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ  გადაღებულ ეპიზოდებს კორეის რესპუბლიკაში მილიონობით მაყურებელი იხილავს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ქ. ქუთაისში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქუთაისის საჯარო …