მაღაზიათა რომელ ქსელს ჰყავს ყველაზე მეტი მომხმარებელი

თბილისი (BPI) – 2018 წელს ქსელურ მაღაზიებს მომხმარებელთა რაოდენობა გაეზარდა. Gamma Research-ის მონაცემებით, მომხამარებელთა რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 8%-ით იყო გაზრდილი.

კომპანიის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ქსელების პირველი ოთხეული: ნიკორა, ორი ნაბიჯი, კარფური და სპარი. ამ მაღაზიებს 2018 წელს ყველაზე მეტი მომხმარებელი ესტუმრა. მათზე ჯამში ვიზიტების რაოდენობის 70 % მოდის.

კომპანიის ანალიზში მითითებულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის სასურსათო რითეილის სავაჭრო ფართი 12%-ით გაიზარდა, აფთიაქების – 32%-ით, საყოფაცხოვრებო ქიმიის და პარფიუმერიის მაღაზიების კი – 6%. ზოომაღაზიების ფართი პირიქით შემცირდა 16%-ით.

მთლიანად სასურსათო-საყოფაცხოვრებო მაღაზიების ფართები 13 % -ით გაიზარდა.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-მა პილოტების მოსამზადებელი ახალი ცენტრი რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში გახსნა

Wizz Air-მა, ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ მსოფლიოში, ოფიციალურად გახსნა  პილოტების მოსამზადებელი უახლესი ცენტრი რომის ფიუმიჩინოს …