თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდებს
,,მეგობრებო! დღეს, საქართველოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი არაფრად აგდებს საქართველოს მოსახლეობას, არღვევს მათ წინაშე დადებულ პირობას და უარს ამბობს პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე.
დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთია და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ახალგაზრდების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას!
მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად! დავდგეთ იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტია.
ჩვენ ვდგავართ ახალგაზრდებთან ერთად!
ლელო დგას ხალხთან ერთად!’’ – აცხადებს ლელოს დამფუძნებელი.