ლიეტუვას რეიტინგულ ტელევიზიებში აჭარის შესახებ სიუჟეტები გავა

ლიეტუვას წამყვანი ტელევიზიები აჭარის ტურისტულ პროდუქტებზე სუჟეტებს ამზადებენ. ჟურნალისტებმა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიოსა და პეტრას ციხეები მოინახულეს. ისინი ასევე სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს. აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზდიველ და მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებაზე მომზადებულ სიუჟეტებს ლიეტუველები ოქტომბრის ბოლოს იხილავენ. ლიეტუვა და ზოგადად, ბალტიისპირეთის ქვეყნები აჭარისთვის სამიზნე ქვეყნებია, სადაც რეგიონის პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლებია ანხორციელებს.

“ვაგრძელებთ აჭარის, როგორც საინტერესო და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების რეკლამირებას. ამჯერად, ვუმასპინძლეთ  ლიეტუვაში ყველაზე რეიტინგული ტელევიზიების ჟურნალისტებს, რომლებიც სიუჟეტებში საინტერესოდ წარმოაჩენენ აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. ჟურნალისტები მაყურებელს გააცნობენ, თუ რისი ნახვა, გაკეთება  და დაგემოვნება შეუძლიათ ბათუმში და მთიან აჭარაში. ზოგადად, ლიეტუვაში მზარდია აჭარის მიმართ ინტერესი, რასაც ბოლო წლებში ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით შესრულებული ჩარტერული ფრენებიც მოწმობს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …