ლიბერთი სტუდენტების დასაქმების კამპანიას – Craft Your Future Career აგრძელებს

ლიბერთის ინიციატივით, მასშტაბური კამპანია Craft Your Future Career მიმდინარეობს, რომელიც პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების დასაქმებას ითვალისწინებს. სტუდენტების დასაქმების იდეა, ბანკში ჯერ კიდევ 2018 წელს გაჩნდა, როცა ლიბერთის ახალმა გუნდმა გადაწყვიტა ახალგაზრდებისთვის პირველი კარიერული ნაბიჯების გადასადგმელად აუცილებელი მხარდაჭერა გაეწია. სტუდენტების დასაქმების კამპანია არც პანდემიის დროს გაჩერებულა და ბანკი დღესაც აქტიურად აგრძელებს სტუდენტების ჩართვას სტაჟირების სხვადასხვა პროექტში.

 

,,მოხარული ვართ, რომ ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტთან და სასწავლო დაწესებულებასთან ვთანამშრომლობთ. ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია სტაჟირების პროცესის მაღალი ხარისხით ჩატარება. პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად ლიბერთიმ სპეციალურად მოამზადა ტრენერები, რომლებმაც შემდგომ მენტორები გადაამზადეს. შეიქმნა მიზნობრივი პროგრამები და დაინერგა შეფასების სისტემები, რომლებიც აფასებს როგორც სტაჟიორებს, ისე მენტორებს. რაც შეეხება სტაჟირების ვადებს, ის მიმართულებების მიხედვით განსხვავებულია და 6 კვირიდან 6 თვემდე გასტანს.

 

ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტაჟიორმა კარიერის პირველი ნაბიჯები ლიბერთისთან ერთად გადადგას და ერთ ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება მიიღოს.“ – ნინო ჩიხლაძე, ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

ლიბერთის Craft Your Future Career-ის კამპანია ყოველწლიურად ჩატარდება და მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ახალგაზრდებისთვის პირველი კარიერული ნაბიჯების გზაზე.

 

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …