ლიბერთი თბილისის ლოკომოტივის სპონსორია

თბილისი (BPI) – ლიბერთი ბანკსა და საფეხბურთო კლუბ თბილისის ლოკომოტივს შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას.

“ლოკომოტივის მთავარი ფასეულობაა წარმატებით იფუნქციონიროს როგორც მინდორზე, ისე მის გარეთ. ვფიქრობ, დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და იმედი მაქვს, ეს პრეცედენტი კარგი მაგალითი იქნება სხვა კომპანიებისთვისაც. მოხარული ვარ, რომ ლიბერთის სახით ძლიერ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ ორგანიზაციას დავუმეგობრდით. ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით, ფინანსური სარგებელის გარდა, გავიჩენთ უფრო მეტ გულშემატკივარს. ყველა ვთანხმდებით რომ ფეხბურთი, გულშემატკივარს ეკუთვნის და მათი სტადიონზე დაბრუნება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია.”- განაცხადა საფეხბურტო კლუბ თბილისის ლოკომოტივის პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ.

,,ლიბერთის არსებობის ისტორიაში ეს გახლავთ პირველი, ამ მასშტაბის პროექტი, რითაც ბანკი ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. ჩვენი დიდი სურვილია, თბილისის ლოკომოტივის ყოველი თამაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. ამ პროცესში მაქსიმალურად ჩავერთვებით. ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში არაერთ ერთობლივ და საინტერესო პროექტს შევთავაზებთ კლუბის და ზოგადად ფეხბურთის ქომაგებს“ – განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ

შემთხვევითი სიახლე

ბანკების პორტფელის ზრდა 15%-ს აღემატება /რეიტინგი/

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის დაკრედიტება შენელდა.  წლის დასაწყისიდან 1.1%-იანი ზრდაა. საშუალო ვადიან პერიოდში კი, 2018 წლის  ივლისიდან, …