„ლიბერთი ბანკისა“ და „ფარმადეპოს“ ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება

„ლიბერთი ბანკისა“ და „ფარმადეპოს“ ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება.
„ლიბერთის“ უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის მფლობელები, საქართველოს მასშტაბით, 280-ზე მეტ აფთიაქში, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 2 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტებს ყოველდღიურად გაუმჯობესებული პირობებით, ყველაზე დაბალი ფასით შეიძენთ.
„ლიბერთის“ ბარათით გადახდისას სპეციალური ფასები ვრცელდება ყველაზე მოთხოვნად – კარდიოლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე.

შემთხვევითი სიახლე

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება – სემეკი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს, რომ „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ …