ლიბერთი ბანკისა და ევექსი კლინიკების პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება

თბილისი (BPI) – დღეიდან,  ლიბერთის მომხმარებლები – კერძოდ სოციალური ბარათის მფლობელები და პედაგოგები, ევექსი კლინიკების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას განსაკუთრებული ფასდაკლებით მიიღებენ.

განახლებული პირობების ფარგლებში, ყველაზე მოთხოვნად ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გავრცელდება გაზრდილი – 30% ფასდაკლება, ხოლო ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე 50%-მდე შეღავათები. მომსახურების მიღება შესაძლებელია, საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში და ქსელში არსებულ ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში.

#ლიბერთიგულით და ევექსი კლინიკების სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი 2020 წელს დაიწყო, წელს კი სოციალური ბარათის მფლობელებთან ერთად, ფასდაკლებების მიღებას პედაგოგებიც შეძლებენ:

პროგრამით სარგებლობა პედაგოგებისთვის მარტივია – მათ გაეგზავნებათ სპეციალური შეთავაზება SMS შეტყობინების საშუალებით, რომელიც უნდა წარადგინონ სასურველ კლინიკაში

საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პედაგოგი, რომელიც რეგისტრირებულია ან დარეგისტრირდება ევექსი კლინიკებში, მიიღებს ფასდაკლებას იმ მომსახურებებზეც, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში

იგივე ვრცელდება კერძო დაზღვევის მქონე პედაგოგებზე, რომლებიც მიიღებენ ფასდაკლებას იმ მომსახურებებზე, რომელიც არ ფინანსდება სადაზღვევო კომპანიის მიერ, ან უკვე ამოწურული აქვთ ლიმიტი.

“ლიბერთიგულით” პროგრამის ფარგლებში უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ და შედეგად, ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის წარმომადგენლები, სხვადასხვა პრივილეგირებული მომსახურებითა და განსაკუთრებული პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ.

პანდემიისა და პოსტპანდემიის პირობებში, ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია. ევექსი კლინიკებთან პარტნიორობით, ჩვენი მომხმარებლისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო სერვისები.

მოხარული ვართ, რომ დღეიდან განახლებული და განსაკუთრებული პირობებით უკვე ლიბერთის მომხმარებელი პედაგოგებიც ისარგებლებენ,“ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

„პანდემიამ ნათლად გამოკვეთა ჯანმრთელობის მნიშვნელობა. ევექსი კლინიკები პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ერთი წელია რაც მომხმარებლები 800-მდე სამედიცინო სერვისსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ ისინი დღეიდან განახლებული პირობით ისარგებლებენ და ეს შეღავათები გავრცელდება დამატებით პედაგოგებზეც“ – განაცხადა ევექსი კლინიკების დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 614 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

“ევექსი კლინიკები” საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. „ევექსი კლინიკები” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია. ქსელურობა კომპანიას საშუალებას აძლევს განახორციელოს პაციენტების ეფექტური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.

შემთხვევითი სიახლე

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

თბილისი (BPI) – დმანისის მუნიციპალიტეტში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. სოფელ ზემო …