ლევან კოღუაშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე – ქართული კინო აქ.ახლა

თბილისი (BPI) – თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

12 ივნისს, 19:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის – „ქართული კინო – აქ.ახლა“ ფარგლებში, ლევან კოღუაშვილი რეჟისორის პროფესიის თავისებურებებთან ერთად, თავის მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებზე ისაუბრებს.

რეჟისორი გაგვიზიარებს გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ პოულობს ამბებს და პერსონაჟებს ფილმებისთვის, ასევე გვიამბობს თავისი უახლესი პროექტის შესახებ.

შემთხვევითი სიახლე

რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ღამის რეისს ამატებს

23 ივლისიდან, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ, ღამის რეისს ამატებს. შესაბამისად, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დღეში …