ლარი მცირედით გაუფასურდა

24 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9360 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9355 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.05 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0954 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0840 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.14 თეთრი შეადგინა.

უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.1690 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.6122 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 ივნისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

24-26 მარტს Expo Batumi–oს ორგანიზებით, ბათუმში BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023 გაიმართება

24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს  ორგანიზებით, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი …