ლარი დოლართან 8.30 თეთრით, ხოლო ევროსთან 7.53 თეთრი გამყარდა

10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.3189 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4019 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 8.30 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6607 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7360 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 7.53 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2246 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3644 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 მარტიდან შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 4.8-ჯერ არის გაზრდილი

2022 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 576.5 ათასი შემოსვლა, რაც 4.3-ჯერ …