ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი გაუფასურდა

13 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0866 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0875 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.09 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5376 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5065 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.11 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2269 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.2410 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 იანვარიდან შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის …