ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

8 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1622 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1637 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6583 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6490 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3254 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.2674 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 ნოემბერიდან შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების …