ლარი გამყარების ტრენდზეა

30 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9283 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9289 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.06 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0504 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0821 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.17 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1762 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.5503 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 ივლისიდან შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

24-26 მარტს Expo Batumi–oს ორგანიზებით, ბათუმში BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023 გაიმართება

24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს  ორგანიზებით, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი …