ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას, გაუმჯობესებული მოლოდინების გამო, დეპოზიტების მზარდმა ლარიზაციამაც შეუწყო ხელი – თიბისი კაპიტალი

ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას, გაუმჯობესებული მოლოდინების გამო, დეპოზიტების მზარდმა ლარიზაციამაც შეუწყო ხელი, – აღნიშნულია თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლებაში. როგორც თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი მიიჩნევს, შედეგად, ლარის დეპოზიტებზე წინა თვეებში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, მართალია მხოლოდ მცირედით, თუმცა მაინც შემცირდა.

“სესხების მხრივ, ასევე მცირედი თუმცა უკვე ზრდა დაფიქსირდა, რაც დაკრეტიტების კომპოზიციაში სამომხმარებლო სესხების წილის ზრდის შედეგს წარმოადგენს. საბაზო სცენარით, წლის ბოლოსათვის და განსაკუთრებით მომავალ წელს, ლარის განაკვეთების უფრო მეტი შემცირებაა მოსალოდნელი.

ამავდროულად, ცნობილია რომ საერთაშორისო ბაზრებზე, როგორც დოლარის, ასევე ევროს საპროცენტო განაკვეთების მატება უკვე ბაზრების საერთო შეფასებაა, რაც თავისთავად, საქართველოზეც აისახება. ამასთან, თიბისი კაპიტალის აზრით, არ არის აუცილებელი, რომ ვალუტაში ადგილობრივ დეპოზიტებზე განაკვეთებმა პროპორციულად მოიმატოს, რადგანაც ისტორიულად დოლარის და ევროს საერთაშორისო და ადგილობრივი ფასი მჭიდრო კავშირით არ გამოირჩეოდა. თუმცა ბუნებრივია, საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული სახსრების მნიშვნელოვანი გაძვირება გარდაუვალია”, აცხადებენ თიბისი კაპიტალში.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 30 მაისის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_30-05-2022_ENG.pdf?v=1

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …