კუბ/მ გაზის ფასი 1800 დოლარზეა ასული – პრემიერი

კუბური მეტრი გაზის ფასი 1800$ ზეა ასული მაშინ, როცა საქართველოს სტაბილურად მოეწოდება გაზი მეზობელი სახელმწიფოებისგან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს შენარჩუნება, გაძლიერება და განმტკიცება სჭირდება, რაც მხოლოდ გონივრული პოლიტიკით და პრაგმატული და პროგნოზირებადი პოლიტიკოსების მეშვეობით არის შესაძლებელი.

„ნახეთ, რა ხდება ევროპაში, როგორი სიტუაციაა, საკამოდ დაძაბული სიტუაციაა იგივე უკრაინასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მიდინარე მოვლენებს. ბრუსელში ვიყავი და იქ ბუნებრივია, მოვისმინე შეშფოთებები და განწყობები, რომელიც ევროპაში არსებობს. იგივე, გაზის ფასი რომ ავიღოთ, 1800$ ზე არის ასული კუბური მეტრი გაზი, მაშინ, როცა საქართველოს სტაბილურად მოეწოდება გაზი მეზობელი სახელმწიფოებისგან. ამ ყველაფერს შენარჩუნება, გაძლიერება და განმტკიცება სჭირდება. ეს შესაძლებელია მხოლოდ გონივრული პოლიტიკით და პრაგმატული და პროგნოზირებადი პოლიტიკოსების მეშვეობით და არა არაპროგნოზირებადი, ავანტიურისტი და არასტაბილური ადამიანების პირობებში“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

სეს-მ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული  შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). …