კონკურენციის სააგენტომ “ალგორითმის” წინააღმდეგ არაკეთილსინდისიერი კონკურენცია დაადასტურა

“ალგორითმის” საჩივრის საფუძველზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დადასტურდა, – ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოში წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომჩვანი კომპანია „ალგორითმი“ სადავოდ ხდიდა მოპასუხე კომპანია „ალგორითმის“ მხრიდან მისი სახელითა და რეპუტაციით სარგებლობის, დომეინ მისამართის მისაკუთრების, ლოგოების მსგავსების საკითხებს.

მოკვლევის შედეგად სააგენტომ დაადგინა – “კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11(3) მუხლის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, კომუნიკაციის საშუალებით საქონლის შესახებ ისეთი ინფორმაციის გადაცემა, პროდუქციის იმგვარი ფორმით პრეზენტირება/რეკლამირება, რაც შეცდომაში შემყვანია და მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის. ასევე, მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ მოპასუხე კომპანია „ალგორითმის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია დომეინის რეგისტრაციისას რაიმე სამართალდარღვევას, ლოგოების აღრევას. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს დაევალა – კომპანიის სარეკლამო პოლიტიკა აწარმოოს იმგვარად, რომ მისი და მომჩივანი კომპანიის აღრევის, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკი თავიდან იქნას აცილებული.

საჯარიმო სანქციის მექანიზმის გამოყენება არ მოხდა, გამომდინარე იქიდან, რომ დარღვევის ფაქტი 2020 წლის ნოემბრამდე პერიოდში იყო დაფიქსირებული, როდესაც კონკურენციის შესახებ განახლებული კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ იყო ძალაში შესული. განმორებითი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქცია, რომელიც გულისხმობს ჯარიმას ბრუნვის 1%-მდე ოდენობით.

2021 წელს კონკურენციის სააგენტომ 3 მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია – 2 საქმე და 3 საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის – საავტომობილო საწვავის და ფარმაციის მონიტორინგი, საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი უწყებამ მიმდინარე წელს დასრულდა. ასევე, განხილვის პროცესშია კონცენტრაციის შესახებ ერთი განაცხადი.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.37 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.36 პროცენტია

2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 …