კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო სარეალიზაციო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საკითხი ეხება – „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ 23 ეკონომიკური აგენტის საკუთრებაში არსებულ 32 ავტოგასამართ სადგურზე, კონტროლის მოპოვებას (იჯარით აღება).

უწყების მიერ, საკითხის შესწავლის პროცესში, შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა: საცალო ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა – 1 322 225 ათასი ლიტრი, ხოლო მოქმედი კომპანიების რაოდენობა – 506, ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა კი – 1232. შესაბამისი ბაზრის საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია და კონცენტრაციის შედეგად ინდექსი 56 ერთეულით იზრდება, რაც არსებით ცვლილებას არ წარმოადგენს. უმნიშვნელოა კონცენტრაციის ინდექსის მოსალოდნელი ცვლილება ბაზრის იმპორტის დონეზეც, რომელიც კონცენტრაციამდე 1375 ერთეულს შეადგენდა, ხოლო კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ მოსალოდნელია 1417 ერთეულამდე ზრდა.

2021 წლის მონაცემებით, ხუთი მსხვილი კომპანიის წილი ბაზარზე 59%-მდეა, დარჩენილი 41% კი ბაზრის სხვა მოთამაშეებზე მოდის.

მიღებული მონაცემების მიხედვით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ განსახორციელებელი კონცენტრაცია ეფექტიან კონკურენციას არსებითად არ ზღუდავს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის საფასურია – 5000 ლარი.

2022 წელს, ქვეყანაში სულ 9123 კონცენტრაცია განხორციელდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტომ თანხმობა 4 კონცენტრაციაზე გასცა.

დოკუმენტის ნახვა

შემთხვევითი სიახლე

შეიძინე eSIM silknet.com-დან

ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის  უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით  მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში …