საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „ვოლტ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. საკითხი ეხებოდა ხომენკო ვადიმ სტანისლავოვიჩის განცხადებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.
➡️📘კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს:
• შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა, შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს და აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა;
• ინფორმაცია მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს. მათ შორის, იმ მოვაჭრეების შესახებ ინფორმაცია, ვისი საქონელიც ვებგვერდზე www.wolt.com და მობილურ აპლიკაციაში იყიდება;
• უზრუნველყოს სარეალიზაციო ვებგვერდზე/აპლიკაციაში განთავსებულ საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება.
![](https://bpi.ge/wp-content/uploads/2023/02/კონკურენციის-სააგენტო-1-600x330.jpg)