კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული უწყების მიერ კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. თემა ეხება საზედამხედველო კომპანიის საჩივარს საქართველოს რეგიონის ორი მუნიციპალიტეტის მიმართ. კერძოდ, ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში სადავო სატენდერო პირობის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საქმის მოკვლევის წარმოება დაევალა. სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა, 18 თვემდე გაგრძელდეს.

ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს – საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების სავარაუდო ფაქტს; სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების სავარაუდო შემთხვევას; ავტო მომსახურების სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს და საზღვაო გადაზიდვების სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის შემთხვევას.

2022 წელს, უწყებამ დაუშვებლად ცნო 1 საჩივარი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე. დაასრულა 2 მოკვლევა: 1. სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სადაც დარღვევა არ დადასტურდა, მაგრამ 2 რეკომენდაცია გაიცა და 2. ტურისტულ სექტორში, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, სადაც დარღვევა დადასტურდა, მოპასუხე კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალა

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …