კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები პოლონეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან კალანდაძის ხელმძღვანელობით, პოლონეთში, ქ. ვარშავაში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან.
სამუშაო შეხვედრები პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ოფისის მიერ და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფო მართვის აკადემიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

საერთაშორისო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მონაწილეები კონცენტრაციების კონტროლის და აღსრულების ეფექტიან მექანიზმებს მიმოიხილავენ. მათ შორის, გაერთიანებები ფარმაცევტულ, რითეილ და ენერგეტიკის სექტორებში. სემინარის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივ მაგალითებებზე დაყრდნობით, მსჯელობა მიმდინარეობს შერწყმის კონტროლის მიდგომებზე – ციფრულ ბაზრებზე და ა.შ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა პირველი სასწავლო პროგრამა, ამა წლის ოქტომბრის თვეში, უკვე გაიარეს, რომელიც, ძირითადად, კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს, მოულოდნელი შემოწმების პრინციპებს, მოკვლევის თავისებურებებს და სანქცირების პროცედურულ საკითხებს ეხებოდა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის წარმომადგენელმა თეიმურაზ იზორიამ პროექტში International Visitor Leadership Program მონაწილეობა მიიღო

სემეკის წარმომადგენელმა თეიმურაზ იზორიამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში – International Visitor …