კონკურენციის და ანტიდემპინგის საკითხებზე დასავლეთ საქართველოში ბიზნესს სექტორთან შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, დასავლეთ საქართველოში, სამუშაო შეხვედრები დაიწყო.  8 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, დაგეგმილი სემინარები ჩატარდება ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

შეხვედრაზე, ბიზნესის წარმომადგენელებთან ერთად,  განიხილება შემდეგი საკითხები: ცვლილებები კონკურენციის კანონმდებლობაში  – სააგენტოს ახალი უფლებამოსილებები და პროცედურული ნორმები; რეგულირებად სექტორებში კონკურენციის აღსრულება და კონცენტრაციების  კონტროლის მექანიზმები; დემპინგისა და ზიანის ფორმები, ზოგადი პრინციპები და ა.შ.

რეგიონულ დონეზე, ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან,  ინფორმაციის მიწოდება-გაცვლის, კონკურენციის და ანტიდემპინგის საკიხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2021 წელს შეხვედრები გაიმართა – კახეთში, გორში და  ახალციხეში. სამუშაო შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა –  ადგილობრივი ხელისუფლების, მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების, მისი აღსრულების, მიმდინარე და დასრულებული საქმეების, მიღებული შედეგების გაცნობა.

დასავლეთ საქართველოში, დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებს ხელმძღვანელობენ – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები ლევან კალანდაძე და  გიორგი ფერაძე; სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვეკუა; საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ექსპერტი, ნინო მუჯირი; კონკურენციის  სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე და ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ელენე ცხომელიძე; კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აჭარაში, ტარიელ გიორგაძე და აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, გიორგი რომანაძე.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტი  (AA Facility).

შემთხვევითი სიახლე

რამ გამოიწვია მაისში ეკონომიკის 11.6%-მდე გაზრდა?

„საქართველო მყარად ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „საქსტატის“ …