კომიტეტმა სებ-ის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა და მისი ბიოგრაფია მოკლედ გააცნო.

ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ ხედვაზე და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც მისი არჩევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობისკენ იქნება მიმართული და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

„პირველი მთავარი პრიორიტეტი არის ეროვნული ბანკის მთავარი სტრატეგიული ამოცანა – ინფლაციის მოთოკვა და შემცირება, ფინანსური მდგრადობის და სტაბილურობის შენარჩუნება; მეორე- ეს არის ახალი ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიების ახალი პლატფორმების, ახალი სტარტაპების დანერგვა და მესამე არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელშიც ჩემი გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთვები და ჩემს წვლილს შევიტან“, -განაცხადა ნათია თურნავამ.

კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

შემთხვევითი სიახლე

ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება. პროექტის …