კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მაისში, წინა თვესთან შედარებით 0.08%-ით შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 33.41 მლნ ლარით (0.08%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.26%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 43.12 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 361.92 მლნ ლარით (1.67%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 395.33 მლნ ლარით (1.84%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.85%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.64 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.12%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.29 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.91%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.77%-ით მეტი).
2022 წლის მაისის განმავლობაში 0.76%-ით, ანუ 167.99 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 22.35 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 50.95 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.88 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.20 პროცენტული პუნქტით).

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …