კობა გვენეტაძე პარლამენტში 2023-2025 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარადგენს.

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, პარლამენტს წარედგინება მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და შესაძლო რისკები.

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა, გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. ფასების სტაბილურობა მაღალი და სტაბილური გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. ფასების სტაბილურობის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც დღეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად არის აღიარებული.

 

შემთხვევითი სიახლე

კობა გვენეტაძემ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს საქართველოს სახელმწიფო ბანკის შესახებ გამოცემული წიგნი გადასცა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშში, ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს …